დენის შმიგალი - სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც დღეს უნდა გაფორმდეს, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს

სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულება, რომლის გაფორმებაც შეერთებულ შტატებში დღეს იგეგმება, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

„უსაფრთხოების გარანტიები გაწერილია მე-10 პუნქტში, სადაც ნათქვამია, რომ ეს წინასწარი შეთანხმება არის ჩვენი შეთანხმებების არქიტექტურის ნაწილი, რომელიც უკვე არსებობს შეერთებულ შტატებთან - უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

მისი თქმით, შეთანხმება, რომელსაც დღეს აშშ-ში მოეწერება ხელი, უკრაინის განვითარებისა და აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ სამომავლო შეთანხმებების საფუძველია. შმიგალის განმარტებით, ამ ფონდზე ხელშეკრულების მოსამზადებლად და ხელმოწერისთვის შესაბამისი დელეგაცია უნდა შეიქმნას, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით დამტკიცდება და შესაბამის დირექტივებს მიიღებს, შემდეგ კი მუშაობა უკრაინის მთავრობასა და აშშ-ს შორის განხორციელდება. ამასთან, შმიგალის განცხადებით, საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ დოკუმენტს საერთაშორისო ხელშეკრულების ხასიათი ექნება, ამიტომ მას მთავრობა დაამტკიცებს და პარლამენტი რატიფიცირებას განახორციელებს.

„ჩვენ გვესმის, რომ მის მართვას უკრაინისა და შეერთებული შტატების მთავრობები განახორციელებენ. უკრაინა იქ ფულად შენატანებს განახორციელებს ქირის, ლიცენზიებისა და სასარგებლო წიაღისეულის გადახდებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილიდან. სასარგებლო წიაღისეული, ისევე როგორც უკრაინის ქონება, არ გადაეცემა შეერთებულ შტატებს და არ წარმოადგენს ამ ფონდში შენატანს, წიაღისეულიდან მიღებული შემოსავალი კი ნაწილობრივ მოხმარდება ამ ფონდის შევსებას“, - აღნიშნა შმიგალმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო