ალექსანდრე წულაძე - თავად ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული განცხადებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე

თავად ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული განცხადებით დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებზე, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და სასტიპენდიო პროგრამებზე, მათ შორის, არც Erasmus+-ისა და DAAD-ის პროგრამებზე, - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, რითაც ეხმაურება გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების სამინისტროსა და სხვა უწყებებთან.

მინისტრის თქმით, განცხადება ეხება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერებას.

„ხაზგასმით მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, განცხადება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ორი უწყების – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ სამინისტროს შორის სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერებას.

აქვე დავამატებ, რომ პირადად ჩემთვის გამაოგნებელია ამ პირების პოლიტიკური მიზნები და ინტერესები, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება