„ენერგო-პრო ჯორჯია“ - სტიქიის ზონაში აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი გრძელდება

გურიაში ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩასული დამატებითი ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 28 თებერვლის 16:00 საათის მონაცემებით, ოზურეთში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 3900 აბონენტს, ლანჩხუთში 780 და ჩოხატაურში 200 აბონენტს.

საგანგებო რეჟიმში მუშაობა გრძელდება ასევე იმერეთში - ვანშხარაგაულში, ზესტაფონში და სამტრედიაში. საერთო ჯამში, ოთხივე მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება 5 000-მდე აბონენტს

,,ავარიების ლიკვიდაცია და აბონენტების ენერგომომარაგების აღდგენა ეფექტურად გრძელდება. თუმცა, რაც უფრო მცირდება გათიშულ აბონენტთა რაოდენობა, მით უფრო რთულდება აღდგენითი სამუშაოები, რადგან რჩება რელიეფურად უფრო რთულ ადგილებზე განლაგებული, მაღალმთიანი სოფლები, სადაც თოვლის საფარი კვლავ დიდია და გადაადგილებაც უფრო ჭირს. რა თქმა უნდა, ავარიების კერების იდენტიფიცირების და მათი ლიკვიდაციის ტემპი მომდევნო დღეების განმავლობაში შენარჩუნდება. მუშაობა გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია“,-აცხადებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს