ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა

ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირლანდიის იუსტიციის მინისტრი, ჯიმ ო’კალაჰანი და ირლანდიური მედია ავრცელებენ.

„წინა ღამეს ჩემი დეპარტამენტის მიერ შეკვეთილმა თვითმფრინავმა დუბლინი დატოვა თბილისის მიმართულებით 32 ადამიანით, რომლებმაც აქამდე სადეპორტაციო ორდერები მიიღეს. თვითმფრინავი ახლა დაჯდა და ხალხი მშვიდობითაა დაბრუნებული საქართველოში. მადლობა მინდა გადავუხადო გარდას [ირლანდიის ეროვნულ პოლიციას] და ოფიციალურ პირებს ჩემს დეპარტამენტში ამ ფრენის კოორდინაციისთვის“, - წერს ო’კალაჰამი X-ის პირად გვერდზე.

ირლანდიიდან 32 დეპორტირებულ ადამიანს შორის 28 მამაკაცია, 3 ქალი და 1 ბავშვი.

ო’კაჰანმა დეპორტაციას „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა და აღნიშნა, რომ უფრო მეტი სადეპორტაციო ფრენა ჩაინიშნება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაზე ზეწოლის შესამცირებლად „ზოგადად უსაფრთხო“ ქვეყნებიდან ხალხის ინფორმირებაა საჭირო, რომ თავშესაფრისთვის მათი განაცხადი დიდი ალბათობით უარყოფილი იქნება.

„თუ ისინი თავშესაფარს ეძებენ ირლანდიაში - რა თქმა უნდა, ის შეფასდება - დიდი ალბათობაა იმისა, რომ თავშესაფარზე უარს მიიღებ თუ საქართველოდან ხარ“, - განაცხადა ო’კაჰანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება