სამართალდამცავებმა ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის და მათ მიმართ განხორციელებული უკანონო გარიგების ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის და მათ მიმართ განხორციელებული უკანონო გარიგების ფაქტზე მხილებულია 27 პირი, მათ შორის დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 14 წევრი.
წარსულში ანალოგიური დანაშაულისათვის ნასამართლევი, 1936 წელს დაბადებული ნორა ჯვარელია, წყალტუბოს სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი, 1953 წელს დაბადებული თეიმურაზ ლორთქიფანიძე, ხონის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი, 1950 წელს დაბადებული ბონდო ჟღენტი, ქუთაისის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს ექიმ-ანესთეზიოლოგები – 1960 წელს დაბადებული ამირან ლომთაძე და 1957 წელს დაბადებული ანზორ აფრიდონიძე, ასევე მეან-გინეკოლოგი, 1955 წელს დაბადებული მარინა რიჟინაშვილი, 1956 წელს დაბადებული ელეონორა ონიანი, ტაქსის მძღოლები – 1959 წელს დაბადებული ილია ვაჩეიშვილი, 1956 წელს დაბადებული ავთანდილ კოპალეიშვილი, ზესტაფონის ქალთა კონსულტაციის ყოფილი მედდა, 1962 წელს დაბადებული მარინა სალაძე, 1979 წელს დაბადებული მარინა ვაშაკიძე, თბილისში, ვარკეთილში მდებარე ქალთა კონსულტაციის ექიმი-გინეკოლოგი, 1937 წელს დაბადებული ემა ქობლიანიძე, თბილისის მე-3 სამშობიაროს მედდა, 1945 წელს დაბადებული ლეილა სულიაური, თბილისის მე-2 სამშობიაროს მედდა, 1944 წელს დაბადებული ელიკო მაღლაკელიძე.
აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე და 143-ე მუხლის II და III ნაწილებით, რაც ტრეფიკინგს გულისხმობს.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო.
;