დონალდ ტრამპი - ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის

ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე წერს.

„ძალიან შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრი რამ გავიგეთ, რისი გაგებაც არ შეიძლება ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის ქვეშ საუბრის გარეშე. საოცარია რა ვლინდება ემოციებით, და დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის თუ ამერიკა იქნება ჩართული, ვინაიდან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მოლაპარაკებებში მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. უპირატესობა არ მინდა, მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მის სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის“, - წერს ტრამპი.

CNN-ის ცნობით, ზელენსკისა და ტრამპის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაიმართება, ხოლო უკრაინული დელეგაცია ამ მომენტში თეთრ სახლს ტოვებს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კამერების წინაშე კამათი მოხდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი