თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა - მგზავრები აეროპორტის შენობაში შეუშვეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა. მგზავრები აეროპორტის შენობაში შეუშვეს.

“მოფრენა და გაფრენაც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო”,- აცხადებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში მყოფ მგზავრებს ტერიტორია დაატოვებინეს.

„რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ერთ-ერთმა მგზავრმა მათ უთხრა, რომ ევაკუაციის შესახებ აეროპორტის ტერიტორიაზე ხმოვანი შეტყობინებით გამოაცხადეს, თანამშრომლებმა კი მგზავრები გარეთ გაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, „სუს-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება