დიმიტრი მედვედევი - ტრამპმა პირველად უთხრა კოკაინურ კლოუნს სიმართლე სახეში: კიევის რეჟიმი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება

ტრამპმა პირველად უთხრა კოკაინურ კლოუნს სიმართლე სახეში: კიევის რეჟიმი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, - ამის შესახებ

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.

„სასტიკი თრევა ოვალურ ოფისში. ტრამპმა პირველად უთხრა კოკაინურ კლოუნს სიმართლე სახეში: კიევის რეჟიმი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება. ხოლო უმადურმა ღორმა საღორის მფლობელებისგან ძლიერი თავში წამორტყმა მიიღო. ეს სასარგებლოა, მაგრამ ცოტაა - ნაცისტური მანქანისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებაა საჭირო“, - წერს დიმიტრი მედვედევი.

ცნობისთვის, დღეს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კამერების წინ ხმამაღლა კამათი დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შემდეგ უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი