ნორვეგიის პრემიერი - ნორვეგია მხარს უჭერს უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში - იმედი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ასევე ესმის უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მნიშვნელობა

ტრამპის ბრალდებები ღრმად დაუსაბუთებელია და მათ ვემიჯნები, - ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ განაცხადა.

„ის, რაც დღეს თეთრ სახლში დავინახეთ, სერიოზული და არაგამამხნევებელია. უკრაინა ჯერ კიდევ საჭიროებს აშშ-ის მხარდაჭერას, ხოლო უკრაინის უსაფრთხოება და მომავალი ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ისთვისაც და ევროპისთვისაც“, - განაცხადა სტიორემ.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ტრამპის ბრალდებები, თითქოს ზელენსკი „აზარტულ თამაშებს ეთამაშება მესამე მსოფლიო ომს“, „ღრმად დაუსაბუთებელია და ეს განცხადებაა, რომელსაც ვემიჯნები“.

„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ძლიერი მხარდაჭერა აქვს უკრაინაში, ფართო მხარდაჭერა აქვს ევროპაში, და მან საკუთარი ერი ძალიან რთულ და სასტიკ დროში გამოატარა რუსეთის დარტყმების ქვეშ… ნორვეგია მხარს უჭერს უკრაინას თავისუფლებისთვის მის ბრძოლაში. იმედი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ასევე ესმის უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მნიშვნელობა“, - განაცხადა სტიორემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი