მარკო რუბიო - ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში შეხვედრის ფიასკოდ გადაქცევისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში შეხვედრის ფიასკოდ გადაქცევისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ამის ფიასკოდ გადაქცევისთვის. არ იყო იმის საჭიროება, რომ ასეთი ანტაგონისტური ყოფილიყო“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის მიღწევა სურს.

„როდესაც ასე აგრესიულად იწყებთ საუბარს და პრეზიდენტი მთელი ცხოვრებაა გარიგებებს დებს, თქვენ ხალხის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა არ გსურთ. ამიტომ, შემდეგ ვფიქრობ, რომ შესაძლოა ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმება არ სურს. ის ამბობს, რომ სურს, მაგრამ შეიძლება ეს ასე არ არის“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან ხმამაღალი კამათის შემდეგ თეთრი სახლი დროზე ადრე დატოვა. მომხდარის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „მშვიდობისთვის მზად არ არის“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი