BBC - „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა

„ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა,- ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ (PKK) ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მიმდინარე კვირაში პატიმრობაში მყოფმა ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა ციხიდან PKK-ის წევრებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

„იმისთვის, რომ მშვიდობისა და დემოკრატიული საზოგადოების მიღწევის შესახებ ლიდერი აპოს მოწოდებისთვის ნიადაგი მოვამზადოთ, ჩვენ დღეიდან ცეცხლის შეწყვეტას ვაცხადებთ. მოწოდების შინაარსს ვეთანხმებით და ვაცხადებთ, რომ მას განვახორციელებთ. ჩვენი ძალები საბრძოლო მოქმედებებს არ განახორციელებენ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათზე თავდასხმა მოხდება“, - ნათქვამია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ აღმასრულებელი კომიტეტის განცხადებაში.

ცნობისთვის, „ქურთისტანის მუშათა პარტია“ თურქეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არის გამოცხადებული. „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და თურქეთს შორის კონფლიქტი 40 წელზე მეტია რაც გრძელდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება