კლაუს ვალდნერი - გუდაურში შესანიშნავი შეჯიბრი ჩატარდა - გვიხარია, რომ საქართველოში ვართ

სკი კროსის მსოფლიო თასის შეჯიბრის ხელმძღვანელის, კლაუს ვალდნერის შეფასებით, გუდაურში შეჯიბრი წარმატებით მიმდინარეობს.

როგორც მან მედიასთან განაცხადა, შეჯიბრი ძალიან საინტერესოა, რაც კარგი ორგანიზების დამსახურებაა.

ასევე, კლაუს ვალდნერმა აღნიშნა, რომ „გუდაურის სათხილამურო ტრასა გამართული და საოცარია“.

„ორი დღის განმავლობაში მართლაც შესანიშნავი შეჯიბრი ვიხილეთ. შეჯიბრის ორი დღის განმავლობაში ტრავმები არ გვქონია, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე იყო. ასევე, მთელმა საორგანიზაციო გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა. დილით ძალიან ციოდა ქარის გამო, მაგრამ სათხილამურო ფერდობზე საკმარისი მოხალისეები გვყავდა, მოხალისეებისგან საოცარი მხარდაჭერა მივიღეთ. უაღრესად საინტერესო შეჯიბრი იყო და ამ ორი დღისთვის ძალიან ბედნიერები ვართ. ტრასა საოცარი იყო, კარგი ამინდია, გვიხარია, რომ აქ ვართ და სრიალისთვის შესანიშნავი დღეა“, - განაცხადა

კლაუს ვალდნერმა. დღეს გუდაურში, სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ფინალი გაიმართა. ქალ სპორტსმენებში იტალიის წარმომადგენელმა, ჯოლე გალიმ გაიმარჯვა. კაცების შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა კანადის წარმომადგენელმა, რის ჰოუდენმა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩილე, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი, საქართველო) 97 სპორტსმენი ასპარეზობს.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) იმართება.

მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში, საქართველოში მეორედ ტარდება. გასულ წელს, ღონისძიებას ბაკურიანმა უმასპინძლა.

8-9 მარტს გუდაურში დაგეგმილია მსოფლიოს თასის ეტაპის გამართვა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს