Reuters - ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გართულების შემდეგ რომის პაპმა ღამე მშვიდად გაატარა

ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გართულების შემდეგ რომის პაპმა ღამე მშვიდად გაატარა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვატიკანის ცნობით, პარასკევს საღამოს 88 წლის რომის პაპს, „იზოლირებული რესპირაციული კრიზისი“ ჰქონდა, რის გამოც არაინვაზიური მექანიკური ვენტილაცია გახდა საჭირო.

„ღამემ მშვიდად ჩაიარა, პაპი ისვენებს“, - განაცხადა ვატიკანმა.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც ორივე ფილტვის ანთებას ებრძვის, მძიმე რესპირაციული ინფექციის გამო 14 თებერვალს რომის გემელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს