საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს და რუსთაველის გამზირზე მყოფ სხვა საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "არ გავჩერდებით", "ჩანიშნეთ არჩევნები".

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას დიდთოვლობის გამო შექმნილი ვითარების გამო და მოხალისეებს, რომლებიც სტიქიის რეგიონებში მოსახლეობას ეხმარებიან მადლობა გადაუხადეს.

ცნობისთვის, დღეს უწყვეტი პროტესტის 94-ე დღეა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაც გადაკეტეს.

მათი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს