უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ხვდება

ლონდონში, ვოლოდიმირ ზელენსკისა და კირ სტარმერის შეხვედრა დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შეხვედრამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ “ჩვენ გვერდში დავუდგებით უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც შესაძლოა საჭირო გახდეს”.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა “ურყევ ერთგულებაზე” უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კირ სტარმერს მხარდაჭერისთვის და მადლობა გადაუხადა მეფე ჩარლზს, რომელთან შეხვედრაც ხვალ, 2 თებერვალს, არის დაგეგმილი.

“გვიხარია, რომ ასეთი პარტნიორები და ასეთი მეგობრები გვყავს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა