დიმიტრი ცქიტიშვილი - აქციები გარკვეული კონტრიბუციაა, რომ დაკავებული და დაჯარიმებული ადამიანები ციხეში და ჯარიმების პირისპირ მარტო არ დავტოვოთ

აქციები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, რადგან ეს გარკვეული კონტრიბუციაა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები და დაჯარიმებულები არიან, ციხეში და ამ ჯარიმების პირისპირ მარტო არ დავტოვოთ, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში აქციების გაგრძელება მნიშვნელოვანია, რადგან ეს მმართველი პარტიისთვის დიდი დისკომფორტია და გარკვეულწილად ეს საერთაშორისო კლიმატსაც განაპირობებს.

„პროტესტი ხელისუფლების ნაბიჯებს შეაჩერებს და ქვეყანას დემოკრატიული განვითარების გზაზე დააბრუნებს. ძნელია და ხელისუფლებას მარტივად ვერ დავიყოლებთ, რომ ეს გააკეთოს, მაგრამ უწყვეტი პროტესტი მათთვის დისკომფორტია და უზარმაზარი სისუსტის მაჩვენებელი. ასევე შიდა წნეხთან ერთად, საერთაშორისო წნეხიც მნიშვნელოვანია. ჩვენი შიდა პროცესი გარკვეულწილად განაპირობებს საერთაშორისო კლიმატს, რაც ევროპული ქვეყნების კრიტიკული დამოკიდებულებითაც ჩანს. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ევროპულ განვითარებაზე, რაც ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ევროოპტიმიზმის იდეა ჩაკლული არ იყოს ვიღაცის ხუშტურისა და ძალაუფლების ვნების გამო, როგორიც ივანიშვილს აქვს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს