ემანუელ მაკრონი - თუ არსებობს პიროვნება, რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის კიევში არ არის, ის მოსკოვშია

თუ არსებობს პიროვნება, რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის კიევში არ არის, ის მოსკოვშია, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ინტერვიუში.

„უნდა ვიმოქმედოთ უკრაინისთვის ჩვენი დახმარების მიცემით, ვინაიდან საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დაცვით ის ჩვენი უსაფრთხოების წინ ხაზზეა. და უსაფრთხოების ელემენტები უნდა ავაწყოთ დღეისთვისა და ხვალისთვის უკრაინასა და ევროპაში.

თუმცა არის ერთი რამ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს იმ დროს, როდესაც დებატებია. თუ ვინმე ეთამაშება მესამე მსოფლიო ომს, ეს ვლადიმირ პუტინია. მან დაიწყო აგრესიული ომი სამი წლის წინ, მან ჩამოიყვანა 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ევროპულ მიწაზე, ის წავიდა ირანული დრონების მისაღებად, ეხმარებოდა ირანს მის ბირთვულ პროგრამაში, რათა ევროპულ მიწაზე გამოეყენებინა.

მან გააღრმავა ჩინეთთან კავშირები, რომლისგანაც ორმაგი დანიშნულების მასალებს იღებს. ასე რომ, თუ არსებობს პიროვნება - სინამდვილეში მისგან ბირთვული იარაღით მუქარები მოგვისმენია - რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის კიევში არ არის, ის მოსკოვშია“, - განაცხადა მაკრონმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს