ლონდონში დღეს უკრაინის საკითხზე საერთაშორისო ლიდერების სამიტი გაიმართება

ლონდონში, დღეს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მოწვევით, უკრაინის საკითხზე, საერთაშორისო ლიდერების სამიტი გაიმართება, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამიტს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გარდა დაესწრებიან: იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, კანადის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის და რუმინეთის ლიდერები.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

“პრემიერ-მინისტრი მკაფიოდ აცხადებს, რომ უკრაინის გარეშე, უკრაინის შესახებ, მოლაპარაკებები არ შეიძლება, რაც მან გაიმეორა, როდესაც თბილად მიესალმა პრეზიდენტ ზელენსკის დაუნინგ სთრითზე შაბათს, საღამოს, სამიტის წინ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სამიტზე განიხილება: უკრაინის პოზიციების გაძლიერება, მათ შორის მუდმივი სამხედრო მხარდაჭერა და გაზრდილი ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე; მტკიცე ხანგრძლივი შეთანხმების საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინაში მუდმივ მშვიდობას და უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ შეძლოს შეაკავოს და თავი დაიცვას რუსეთის მომავალი თავდასხმისგან; შემდგომი ნაბიჯები უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების დაგეგმვისთვის.

„პრემიერ-მინისტრმა ამ შაბათ-კვირას კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამონახოს წინსვლის გზა, რომელიც დაასრულებს რუსეთის უკანონო ომს და უკრაინას უზრუნველყოფს ხანგრძლივი მშვიდობით, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო