ისრაელი ღაზაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ აშშ-ის გეგმას დათანხმდა

ისრაელი მიიღებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის წინადადებას ღაზაში, რამადანისა და პასექის დღესასწაულების პერიოდში, ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ, - Reuter-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განმარტებით, უიტკოფის წინადადებით, ღაზაში დარჩენილი მძევლების ნახევარი ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს უნდა გათავისუფლდნენ, მეორე ნახევარი კი, ცეცხლის მუდმივად შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ.

ნეთანიაჰუს ოფისის განცხადების საპასუხოდ, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, მაჰმუდ მარდავიმ აღნიშნა, რომ ეს აშკარა დადასტურებაა იმისა, რომ ისრაელი უარყოფს ადრე ხელმოწერილ გარიგებებს.

"ეს მუდმივი მანიპულირება მძევლებს თავიანთ ოჯახებს არ დაუბრუნებს. პირიქით, ეს გამოიწვევს მათ გაგრძელებულ ტანჯვას და საფრთხეს შეუქმნის მათ სიცოცხლეს", - განაცხადა მარდავიმ.

შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპის ვადა, რომელიც ძალაში 19 იანვარს შევიდა, შაბათს ამოიწურა. შეთანხმებამ შეაჩერა 15-თვიანი ბრძოლა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. პირველი ეტაპის დროს „ჰამასმა“ ისრაელს 33 ისრაელელი და ხუთი ტაილანდელი მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც, ისრაელმა 1 900 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ვარაუდობენ, რომ ღაზაში დარჩენილია 24 ცოცხალი და 39 გარდაცვლილი მძევალი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს