„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ოზურგეთის სოფლებს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს

მეშვიდე დღეა “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერები ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად, გურიაში, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკით მუშაობენ.

კოალიციის პრესსამსახურის ცნობით, ისინი გარე სამყაროსგან მოწყვეტილ სოფლებს ჰუმანიტარულ და სამედიცინო საჭიროების ნივთებსა და საკვებს აწვდიან.

სტიქიის ზონაში გახსნილ საგანგებო შტაბს “ძლიერი საქართველოს” ლიდერები, ვახტანგ სურგულაძე და გიორგი სიორიძე ხელმძღვანელობენ. სამუშაოებში ჩართულია კოალიციის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ქვილორია. მუშაობს ცხელი ხაზი, ხდება ინფორმაციის მიღება-დამუშავება და კოორდინაცია ადგილზე მომუშავე მოხალისეობრივ ჯგუფებთან.

"ძლიერი საქართველოს საგანგებო შტაბი გურიაში მუშაობას აგრძელებს. ჩვენი ტექნიკა მუშაობს, გაწმენდითი სამუშაოები არაერთ სოფელში ჩავატარეთ, მათ შორის ციხისფერდში, მერიაში, ლიხაურში, გაღმა დვაბზუში, ქვენობანში, ბასილეთში. ჩოხატაურის და ოზურგეთის ქუჩები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, სწორედ, იქ ვაწარმოოთ გაწმენდითი სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამი დღეა აღარ თოვს, თოვლი არის გამაგრებული, გაყინული და მოძრაობა არის ძალიან რთული სპეცტექნიკისთვისაც. სამწუხაროდ, ყველგან შესვლას ვერ ვახერხებთ. ასევე, ჩვენ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ, იმ ადამიანებს, რომელთა სახლებთან მისვლა არის პრაქტიკულად შეუძლებელი, როგორც მაღალი გამავლობის მანქანით, ასევე სპეცტექნიკით. სამწუხაროდ, გურია ისედაც ძალიან გაჭირვებული რეგიონია, ძალიან მეჩხრად დასახლებული სოფლები, უფრო მთა-გორიანი სოფლებია და ხანდახან გვიწევს ხოლმე, რამდენიმე კილომეტრის გაუკვალავ თოვლში ფეხით გავლა, რათა პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები და საკვები ადამიანებს მივუტანოთ. ეს გურიაში ძალიან დიდი პრობლემა იყო რამდენიმე დღის წინ და ახლაც რჩება“, - განაცხადა სიორიძემ და დასძინა, რომ ისინი გეგმავენ, ქვემო მამათში რამდენიმე ოჯახისთვის საკვების მიწოდებას.

მისი თქმით, ისინი მოწყვეტილები არიან გარე სამყაროს და მათ პროდუქტები არ მიეწოდებათ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო