ეკატერინე მიქაბაძემ მსოფლიო ბანკის საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მსოფლიო ბანკის რიგით მეექვსე საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის დაჯილდოების (BARTA) ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, BARTA-ს ჯილდო მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რასაც შედეგად უფრო მეტად გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა მოჰყვება.

„გასული წლების მსგავსად, საქართველოს ეროვნული ბანკი წლევანდელი კონკურსის მხარდამჭერი იყო. აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე, კონკურსში მონაწილე კომპანიების რაოდენობა და მათი გამჭვირვალობის ხარისხი მუდმივად იზრდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, BARTA-ს დაჯილდოება წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის და კომპანიათა გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი ქმნის ნდობის საფუძველს კაპიტალის ბაზარზე.

„როდესაც კომპანიის ფინანსური და მმართველობის ანგარიშგება კარგად გადმოსცემს კომპანიის ხედვებს, მიზნებს, რისკების შეფასებას, შიდა პოლიტიკას, ეს ზრდის ინვესტორების და მომხმარებლების ნდობას“, - აღნიშნა მიქაბაძემ.

ეკატერინე მიქაბაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ფინანსური სისტემის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინება, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი.

„ბოლო წლებში გამოიკვეთა ინტერესი მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული (GSSS) ობლიგაციების მიმართ, როგორც ემიტენტების, ასევე ინვესტორების მხრიდან. საქართველოში 2023-2024 წლებში აღნიშნული კატეგორიის 8 ობლიგაციების ემისია განხორციელდა, რომლის ჯამური მოცულობა 2024 წლის ბოლოს 590 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა. განსაკუთრებით მსურს ხაზი გავუსვა იმ პროგრესს, რომელიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატის ფარგლებში იქნა მიღწეული. 2024 წელს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის ამოქმედდა კორპორაციული მართვის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც ანგარიშგებების წარდგენასა და გამოქვეყნებას ეხება“, - განაცხადა მიქაბაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა დავით აბესაძემ.

„BARTA-ს დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე გამარჯვებულები 10 სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ, მათ შორის ერთი ნომინაცია - საუკეთესო დებიუტანტი კომპანია წელს პირველად დაწესდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება