კირ სტარმერი - ჩემთვის ხანგრძლივი მშვიდობის კომპონენტებია: ძლიერი უკრაინა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, იბრძოლებს, მოლაპარაკება უსაფრთხოების გარანტიების ევროპულ ელემენტზე და აშშ-ის მხარდაჭერა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის თეთრ სახლში გამართული დაძაბული საუბრის და კამათის ყურებისას თავი არაკომფორტულად იგრძნო.

„არავის სურს ამის დანახვა“, - განაცხადა კირ სტარმერმა BBC-სთან ინტერვიუში და დასძინა, რომ მომხდარის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

ამასთან, ის ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპს ხანგრძლივი მშვიდობა სურს.

“ჩემთვის ცხადია, რომ მას სურს ხანგრძლივი მშვიდობა, ეს გამომდინარეობს ხუთშაბათს მასთან ჩემი დისკუსიიდან, ასევე მანამდე ჩვენს შორის საუბრებიდან. ასე რომ, ჩემი მტკიცე შეხედულებაა, რომ მას სურს ხანგრძლივი მშვიდობა და მე მას ვეთანხმები“, - აღნიშნა სტარმერმა.

ამასთან, მისი თქმით, ხანგრძლივი მშვიდობისთვის სამი რამ არის საჭირო.

„ჩემთვის, ხანგრძლივი მშვიდობის კომპონენტებია ძლიერი უკრაინა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, იბრძოლებს, მისი ძლიერ პოზიციაში ყოფნა, მოლაპარაკება უსაფრთხოების გარანტიების ევროპულ ელემენტზე და აშშ-ის მხარდაჭერა. ეს არის პაკეტი, სამივე ნაწილი უნდა არსებობდეს და ეს არის ის, რისთვისაც ბევრს ვმუშაობ“, - აღნიშნა სტარმერმა.

ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მისი საუბრებით აშშ-ის, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან, ემანუელ მაკრონსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ გაერთიანებული სამეფო საფრანგეთთან და შესაძლოა ერთ ან ორ სხვა ქვეყანასთან ერთად, იმუშავებს უკრაინასთან ბრძოლების შეჩერების გეგმაზე და შემდეგ ამას შეერთებულ შტატებთან განიხილავენ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ