ემანუელ მაკრონი - ვლადიმერ პუტინი გადავა მოლდოვაზე და, შესაძლოა, რუმინეთზე, თუ არ შეაჩერებენ - ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რა თქმა უნდა, გადავა მოლდოვაზე და, შესაძლოა, რუმინეთზე, თუ მას არ შეაჩერებენ, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

”ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია. ჩვენს საზღვრებზე ზედმეტად შეიარაღებული და აგრესიული რუსეთი არსებობს”, - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ რუსეთი ევროპისთვის ყველაზე სერიოზულ ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის.

მისი თქმით, თუ ვაშინგტონი დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის ხელმოწერას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, მაშინ აშშ-ის გეოსტრატეგიული შეკავების შესაძლებლობა რუსეთთან, ჩინეთსა და სხვებთან დაკავშირებით იმავე დღეს გაქრება.

„დონალდ ტრამპის ამბიციები ამის საპირისპიროა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინასთან დიალოგის განახლების გარდა სხვა გზა არ აქვს.

"ამერიკელების აშკარა ბედი უკრაინელების მხარეზე ყოფნაა, ამაში ეჭვი არ მეპარება. ის, რაც შეერთებულმა შტატებმა გააკეთა ბოლო სამი წლის განმავლობაში, სრულად შეესაბამება მის დიპლომატიურ და სამხედრო ტრადიციებს. მინდა, მკაფიოდ ვუთხრა ამერიკელებს, რომ უკრაინისგან გამიჯვნა მათ ინტერესებში არ შედის", - აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, „ყველა თანახმაა მშვიდობის დამყარებაზე“, მაგრამ არ შეიძლება იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, თუ უკრაინას ბედის ანაბარა მიატოვებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს