ილონ მასკი - ვოლოდიმირ ზელენსკიმ მშვიდობის ნაცვლად ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი აირჩია - ეს არის სასტიკი და არაადამიანური

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების ჩაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ზელენსკიმ აირჩია არა მშვიდობა უკრაინაში, არამედ ადამიანების სიცოცხლის დაკარგვა და ეს არაადამიანურია.

„ორ წელზე მეტი ხნის წინ ვთქვი, რომ უკრაინამ უნდა ეძიოს მშვიდობა, ან განიცადოს ადამიანების სიცოცხლის მძიმე დანაკარგი, ყოველგვარი სარგებლის გარეშე. ზელენსკის არჩევანი ეს უკანასკნელი იყო. ახლა მას სურს ამის გაკეთება ისევ. ეს არის სასტიკი და არაადამიანური“, - წერს მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი