სერგეი ლავროვი - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ომის დასრულება და მშვიდობა სურს, ევროპა ომის სახით „ბანკეტის გაგრძელებას“ ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ ამბობს, რომ მშვიდობა სურს, ევროპა კი ომის სახით „ბანკეტის გაგრძელებას“ ითხოვს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"ახლა, ჯო ბაიდენის "ვადის" შემდეგ, მოვიდა ხალხი, ვისაც სურს იხელმძღვანელოს საღი აზრით. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ უნდათ ყველა ომის დასრულება, უნდათ მშვიდობა. ვინ ითხოვს "ბანკეტის გაგრძელებას" ომის სახით? ევროპა", - აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, ბოლო ხუთი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიოს ყველა ტრაგედია წარმოიშვა ევროპაში ან მოხდა ევროპული პოლიტიკის წყალობით.

მინისტრის თქმით, ამერიკელებს არანაირი პროვოკაციული როლი არ უთამაშიათ.

„ევროპელი ლიდერების გეგმები უკრაინაში სამშვიდობოების შემოყვანის შესახებ არის თავხედობა, რაც რუსეთის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად კიევის რეჟიმის „მიქსევაა“. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ყველაფერი ესმის. მისი თქმით, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, როდის დარეგულირდება კონფლიქტი. „შეგიძლიათ განიხილოთ ეს საკითხი, მაგრამ მხარეთა თანხმობა იქნება საჭირო“. ის სწორად იქცევა", - აღნიშნა ლავროვმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი