ჯორჯია მელონი - ძალიან მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ დასავლეთის გაყოფის რისკი - გაერთიანებულ სამეფოს და იტალიას შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ხიდის მშენებლობაში

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, დასავლეთში განხეთქილების რისკის თავიდან აცილება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ დასავლეთის გაყოფის რისკი. ვფიქრობ, ამ მხრივ, გაერთიანებულ სამეფოს და იტალიას შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ხიდის მშენებლობაში“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, იტალია და გაერთიანებული სამეფო უკრაინასთან დაკავშირებით მსგავს მოსაზრებებს იზიარებენ და რომ მათ უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის ხილვა სურთ.

„ჩვენ ყველა ძალიან ერთგული ვართ იმ მიზნის მიმართ, რომლის მიღწევაც ყველას გვსურს, ეს არის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება