დონალდ ტუსკი - პოლონეთი უკრაინის მხარესაა, ყოველგვარი „მაგრამ“-ის გარეშე - პარადოქსია, რომ 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს 140 მილიონი რუსისაგან დაცვას სთხოვს

ნათელი უნდა იყოს, რომ პოლონეთი უკრაინის მხარესაა, ყოველგვარი „მაგრამ“-ის გარეშე, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ კვლავ უნდა იმუშაოს შეერთებულ შტატებთან რაც შეიძლება მჭიდრო ალიანსზე, მაშინაც კი, თუ აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიცია უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ისეთივე პირდაპირი არ არის, როგორც ევროპის.

ამასთან, ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს, რადგან ეს საჭიროა, როგორც „დამატებითი სადაზღვევო პოლისი“.

„ევროპა, რომელსაც ესმის მისი გლობალური პოტენციალი, მისი, როგორც სუპერსახელმწიფოს სტატუსი, იქნება არა აშშ-ის ალტერნატივა, არამედ ყველაზე სასურველი მოკავშირე. საბოლოო ჯამში, ეს არის ის, რაც ტრამპს სურს, რომ ევროპამ აიღოს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა თავის უსაფრთხოებაზე. პარადოქსია, რომ 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს 140 მილიონი რუსისაგან დაცვას სთხოვს“, - აღნიშნა ტუსკმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტუსკი ლონდონში იმყოფება, სადაც ის საერთაშორისო ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მასპინძლობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი