ვოლოდიმირ ზელენსკი - ერთობლივ ძალას შეუძლია დაიცვას ჩვენი მომავალი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ლონდონის სამიტი "უკრაინას და ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს" მიეძღვნა და "ერთობლივ ძალას შეუძლია დაიცვას ჩვენი მომავალი".

ზელენსკის თქმით, ევროპა ერთად მუშაობს, რათა დამყარდეს მყარი საფუძველი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის ნამდვილი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოების მისაღწევად.

ზელენსკის თქმით, მზადდება მნიშვნელოვანი შეხვედრები და გადაწყვეტილებები.

"ჩვენ ვგრძნობთ ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის, ჩვენი ხალხის, როგორც ჯარისკაცების, ისე მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ. ჩვენ, ერთად ვმუშაობთ ევროპაში, რათა შევქმნათ მყარი საფუძველი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის ნამდვილი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოების მისაღწევად.

ევროპის ერთიანობა განსაკუთრებულად მაღალ დონეზეა, ისეთი, როგორიც დიდი ხანია არ ყოფილა.

ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს და უკრაინის სამართლიანი მშვიდობის პირობებს. უახლოეს მომავალში მზადდება მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და გადაწყვეტილებების სერია.

მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის ძალისხმევისთვის, უკრაინაში სტაბილური და გარანტირებული მშვიდობის დამყარებისკენ. ერთობლივ ძალას შეუძლია დაიცვას ჩვენი მომავალი", - აღნიშნავს ზელენსკი "ფეისბუქზე".

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი