ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიად - ჩვენი ტერიტორიები და ღირებულებები არ იყიდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომის დასასრულამდე დიდი გზაა გასავლელი და რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი და შეიცავდეს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

„შეთანხმება უნდა იყოს სანდო, სამართლიანი და სტაბილური. ეს უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, ძალიან კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს სტანსტედის აეროპორტში, გაერთიანებული სამეფოს დატოვებამდე.

მისი თქმით, უკრაინა დღეს არ საუბრობს რაიმე დათმობაზე, რადგან ეს არასწორი იქნება და რომ მას ესმის სიგნალები სხვადასხვა პარტნიორებისგან.

"უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიად. ჩვენთვის ეს იქნება დროებითი ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიები და ჩვენი ღირებულებები არ იყიდება. ჩვენი თავისუფლებები არ იყიდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ უსაფრთხოების გარანტიები შეუძლებელს გახდის რუსეთს მხრიდან სხვა აგრესიის განხორციელებას, ან, თუ ეს მოხდება, ის იხილავს ძლიერ პასუხს უკრაინისა და სხვებისგან.

„არ მინდა ვისაუბრო დეტალებზე, სანამ ხელმოწერები არ იქნება. ძალიან ბევრი რამ არის, რაზედაც ფიქრია საჭირო. დღეს პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ ზეწოლა შეინარჩუნონ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს