FBI-ს დირექტორი - ვთხოვე კონგრესს, გამოიძიოს, სად წავიდა ფული, რომელიც აშშ-მა უკრაინას მისცა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ახლად დანიშნულმა დირექტორმა, კაშ პატელმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, გამოიძიოს როგორ გამოიყენეს უკრაინაში გაგზავნილი ფინანსური დახმარება.

„ვთხოვე კონგრესს, გამოიძიოს, სად წავიდა ეს ფული. ამერიკელი ხალხი იმსახურებს ამ პასუხს, რადგან ეს ჩვენი ფულია. ეს არის ჩვენი გადასახადის გადამხდელების დოლარები", - აღნიშნა პატელმა.

მან ასევე გააკრიტიკა დახმარების ის რაოდენობა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში გაგზავნა.

„საქმე არ არის აშშ-ს მიერ მილიარდი დოლარის გაგზავნაზე, არამედ იმაზე, რომ ერთ ქვეყანაში გაგზავნილი თანხა მილიარდზე ასჯერ მეტია“, - აღნიშნა პატელმა.

ამასთან, მისი თქმით, თუ ზელენსკი აპირებს კონგრესს მეტი ფული სთხოვოს, ის მზად უნდა იყოს უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს იმ განცხადებებთან მიმართებაში, რომელმაც, შეიძლება, აშშ რუსეთთან ომამდე მიიყვანოს.

ამასთან, პატელმა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში სარაკეტო ინციდენტთან დაკავშირებით სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„ზელენსკი მსოფლიო სცენაზე გამოვიდა და თქვა: „რუსეთმა რაკეტა გაუშვა პოლონეთში“, რაც, ფაქტობრივად, ომის აქტი იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ რუსეთმა ასეთი რაკეტა არ გაუშვა და რომ რაკეტა უკრაინიდან მოვიდა“, - განაცხადა პატელმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი