აშშ-ის ფინანსთა მინისტრი - უკრაინის წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, ჯერჯერობით, არ განიხილება

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ უკრაინის იშვიათი წიაღისეულის ხელმისაწვდომობის შესახებ შეთანხმება, ჯერჯერობით, დღის წესრიგში არ არის.

„არ ვიცი, რას ფიქრობდა პრეზიდენტი ზელენსკი. ორშაბათს გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ხუთშაბათს - ფანტასტიკური შეხვედრა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან. ყველამ მხარი დაუჭირა სამშვიდობო შეთანხმების წინსვლას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა CBS-თან ინტერვიუში.

ბესენტის თქმით, ზელენსკის ხელი უნდა მოეწერა ეკონომიკურ შეთანხმებაზე, რომელსაც შეეძლო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მაგრამ ეს არ მოხდა.

„ზელენსკი მხოლოდ უნდა შემოსულიყო და ხელი მოეწერა ამ ეკონომიკური შეთანხმებისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებდა უკრაინელ და ამერიკელ ხალხს შორის სრულ ერთიანობას. მაგრამ მან გადაწყვიტა ამ ყველაფრის ჩაშლა", - აღნიშნა ბესენტმა.

კითხვაზე, გრძელდება თუ არა შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, ბესენტმა უპასუხა „ჯერ არა".

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ წიაღისეულის შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მზად არის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი