აფხაზეთიდან დროებით დევნილ დედებს უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დროებით დევნილ დედებს ჩაჩავას კლინიკაში გინეკოლოგიური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, სამინისტროსა და ჩაჩავას კლინიკას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ზოგიერთი პათოლოგიის დროულ გამოვლინებას და მათ პრევენციას.

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე მერაბ მარაქველიძემ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა და სიმბოლურად ყვავილები გადასცა. მინისტრის მოადგილემ დედებს ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ქალბატონებმა რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმებები გაიარონ, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციას შეუწყობს ხელს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება