საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინაში ერთთვიანი ზავი შეამოწმებს, იმოქმედებს თუ არა პუტინი კეთილსინდისიერად

რუსეთ-უკრაინის ომში „ნაწილობრივი ზავი“, რასაც საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერების მიერ შემოთავაზებული იდეა ითვალისწინებს, შეიძლება გახდეს უფრო ხანგრძლივი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წინაპირობა და ასევე საშუალებას მოგვცემს დავინახოთ მზად არის თუ არა მოსკოვი რაიმე შეთანხმების განსახორციელებლად, - Fox News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ RTL Radio-ს განუცხადა.

მისი განმარტებით, დროებითი ზავი შეამოწმებს, იმოქმედებს თუ არა პუტინი კეთილსინდისიერად და იქნება თუ არა მზად სერიოზულად დაიწყოს მოლაპარაკებები გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებაზე.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უკრაინასა და რუსეთს ნაწილობრივ, ერთთვიან ზავს სთავაზობენ, რომელიც გავრცელდება შეტევებზე „ჰაერში, ზღვაში და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი