სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი არ არის

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი არ არის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 4 მარტს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, ხოლო დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, +13-+15 გრადუსსაც მიაღწიოს.

„დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექი ფიქსირდება. 4 მარტს დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით, ზოგან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. რაც შეხება ჰაერის ტემპერატურას, ხვალ დაბლობ რაიონებში +2 +7გრადუსი სითბო იქნება, მთიან რაიონებში -5 და მაღალ მთაში -5. 4 მარტს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ერთი-ორი დღის განმავლობაში ნალექი მოსალოდნელი არ არის. ღამით ყინვა ცოტა მოიმატებს. დაბლობ რაიონებში -3 და -5 გრადუსამდეა მოსალოდნელი. 5-6-7 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ყინვა -3-დან -5 გრადუსამდე. მთიან რაიონებში -5-10 იქნება, ხოლო მაღალ მთაში -12. 7 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ნალექი იყოს, მაგრამ ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არ არის. 9 მარტის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი ნალექი მოსალოდნელი არ არის. დაბლობსა და სანაპირო რაიონებში 7 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით ღამის საათებში ყინვა შერბილდება. 8 და 9 მარტს დღის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია +10 +15 გრადუსს მიაღწიოს. შესაბამისად, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა მოიმატებს. რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს შეიძლება დღის ბოლოსთვის დღის მეორე ნახევრიდან ნალექი იყოს, ამ საღამოს შეიძლება თოვლ-ჭყაპიც დაფიქსირდეს. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 5 მარტს, ღამით ყინვა შეიძლება იყოს -1-3-ის ფარგლებში, ხოლო დღისით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. 5-დან 9 მარტის ჩათვლით დედაქალაქში შესაძლებელია ტემპერატურამ +7-დან +13 გრადუსამდეც მოიმატოს, ხოლო შაბათ- კვირას შესაძლოა,+ 15 გრადუსიც იყოს“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი