დიმიტრი პესკოვი - დასავლეთში არსებობს „ომის პარტია“, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება სურს

კიევის რეჟიმის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებმა თეთრ სახლში კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიმართლე, რომ კონფლიქტის მოგვარებისადმი რუსეთის ღიაობას წინ ეღობება კიევის მხრიდან სურვილის უქონლობა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მთელი რუსული მხარე კიდევ ერთხელ დარწმუნდა პრეზიდენტ პუტინის სისწორეში, როდესაც მან თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესისადმი რუსული მხარის ღიაობის მიუხედავად, მთელ ამ კეთილ ზრახვებს ეწინააღმდეგება კიევის რეჟიმის მხრიდან სურვილის უქონლობა, მხარი დაუჭიროს ასეთ დინამიკას. ჩვენ ეს სრული ძალით ვნახეთ ვაშინგტონში“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისივე მტკიცებით, დასავლეთში არის „ომის პარტია“, რომელსაც სურს უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება.

„რჩება ქვეყნების ჯგუფი (დასავლეთში), რომლებიც წარმოადგენენ "ომის პარტიას" და აცხადებენ მზადყოფნას, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა ომის მხარდაჭერისა და საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების მიზნით", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი