არჩილ გორდულაძის განცხადებით, ის, რომ კანონპროექტების ინიციატორი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად „ხალხის ძალაა“, კლასიკური მაგალითია იმისა, როგორ უნდა თანამშრომლობდეს მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია

ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ უნდა თანამშრომლობდეს ერთმანეთთან მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების ავტორი და ინიციატორები „ქართული ოცნების" დეპუტატებთან ერთად, „ხალხის ძალის“ წევრები არიან.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტების არსი და მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაა.

„ოპოზიცია დაკავებული უნდა იყოს არა იმით, რომ ქვეყნის განვითარებას შეუშალოს ხელი, ქვეყანა გააშავოს ან სხვადასხვა ქვეყნებსა და ორგანიზაციებში ქართველი ხალხის გასაშავებლად ირბინოს, არამედ უნდა იჯდეს აქ და ჰქონდეს ინიციატივები, რაც ჩვენს ქვეყანას და სამშობლოს მოემსახურება", - განაცხადა გორდულაძემ იურიდიულ საკუთხთა კომიტეტის სხდომაზე.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ წევრები, რომელთაც პარლამენტში ოპოზიციის სტატუსი აქვთ, „ქართულ ოცნებასთან" ერთად, პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტების ავტორი და ინიციატორები არიან. მათ შორის არის პროექტი, რომელიც მედია მაუწყებლებს ეხება და მთელი რიგი მიმართულებით შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, სისხლის სამართლის კოდექსში "სამშობლოს ღალატის" მუხლის დაბრუნება, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან არასამთავროვო ორგანიზაციების მონაწილეობის გაუქმება, ე.წ. ამერიკული FARA და ასე შემდეგ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი