სავაჭრო პალატამ 100-მდე ქალი მეწარმე ბიზნესის გაციფრულების მიმართულებით გადაამზადა

სავაჭრო პალატამ 100-მდე ქალი მეწარმე ბიზნესის გაციფრულების მიმართულებით გადაამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისსა და რეგიონებში 100-მდე ბიზნესის მფლობელი ქალი მეწარმე გადამზადდა.

“პროექტი "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით“ სავაჭრო პალატამ, კანადის ფონდის ადგილობრივი ინიციატივების CFLI-სთან თანამშრომლობით განახორციელა.

პროექტის შედეგები და მიღწევები,სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ვეკუამ, მეწარმეებთან და კანადის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად შეაჯამეს.

მათ დარგის ექსპერტების დახმარებით პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიიღეს ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ ბიზნესის გაციფრულებასა და განვითარებაში. ასევე, მონაწილეებს ტრენინგ კურსი ჩაუტარდათ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებითაც”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება