ფრიდრიხ მერცი ოვალურ კაბინეტში კამათზე - ეს ზელენსკის განცხადებებზე სპონტანური რეაქცია არ ყოფილა და ცხადია, მიზანმიმართული ესკალაცია მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე მიზანმიმართული ესკალაცია მოხდა, - ამის შესახებ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

ფრიდრიხ მერცის თქმით, პარასკევს, თეთრ სახლში, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ვიდეო კადრებს რამდენჯერმე უყურა.

„ჩემი აზრით, ეს ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე სპონტანური რეაქცია არ ყოფილა და ცხადია, რომ მიზანმიმართული ესკალაცია მოხდა. როგორც წესი პრესასთან მსგავსი ტიპის შეხვედრები რამდენიმე წუთს გრძელდება, პარასკევს კი ყველაფერი სხვაგვარად იყო“, - განაცხადა მერცმა.

მერცმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი კონფლიქტი აშშ-ის მთავრობის ამჟამინდელ ქცევას ემთხვევა.

„ბოლო კვირებსა და თვეებში განვითარებულ მოვლენებში გარკვეული თანმიმდევრობა შეიძლება გამოიკვეთოს, მათ შორის, მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე ამერიკის დელეგაციის გამოჩენა და ახლა ჩვენ ამას ვაკვირდებით“, - აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი