დონალდ ტრამპი - ზელენსკის განცხადება არის ყველაზე ცუდი, რაც მას შეეძლო გაეკეთებინა, ამერიკა ამას კიდევ დიდხანს არ შეეგუება - ამ ბიჭს არ სურს მშვიდობა

ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც ზელენსკის შეეძლო გაეკეთებინა და ამერიკა ამას კიდევ დიდხანს არ შეეგუება!, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმება „ჯერ კიდევ ძალიან შორს არის“.

„ეს არის ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, ამ ბიჭს არ სურს მშვიდობა, ვიდრე მას ამერიკის მხარდაჭერა აქვს და ევროპამ ზელენსკისთან შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ-ის გარეშე ამას ვერ გაუმკლავდებიან. ეს ალბათ, არ არის საუკეთესო განცხადება რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით. რას ფიქრობენ ისინი?“, - წერს დონალდ ტრამპი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი