მაიკ უოლცი - დრო ვოლოდიმირ ზელენსკის მხარეს არ არის

დრო ვოლოდიმირ ზელენსკის მხარეს არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მაიკ უოლცის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისგან იმის მოსმენა სურს, რომ ის პარასკევს, თეთრ სახლში მომხდარს ნანობს.

„დრო მის მხარეს არ არის, დრო ამ კონფლიქტის სამუდამოდ გაგრძელების მხარეს არ არის. ამერიკელი ხალხის მოთმინება უსაზღვრო არ არის, მათი საფულეები უსაზღვრო არ არის და ჩვენი მარაგები და საბრძოლო მასალები შეუზღუდავი არ არის. ასე რომ, ახლა საუბრის დროა“, - განაცხადა მაიკ უოლცმა.

მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „პირადად“ და „პოლიტიკურად“ მშვიდობისთვის მზად არის.

ამასთან, უოლცის ცნობით, სამშაბათს კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს დონალდ ტრამპი გეგმავდა, რომ უკრაინასთან ბუნებრივი რესურსების შეთანხმების შესახებ ესაუბრა.

„ვგეგმავდით, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება გამოგვეცხადებინა, რომ ეს ყველა მხარისთვის პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა. გეგმა ეს იყო, ვნახოთ მომდევნო 48 საათში რა მოხდება“, - აღნიშნა უოლცმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა