კირ სტარმერი - აშშ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდობის უზრუნველსაყოფად - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები აუცილებელია, რადგან პუტინი შეთანხმებებს პატივს არ სცემს

აშშ-თან ურთიერთობა უნდა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ აშშ-თან ურთიერთობა უნდა გავაძლიეროთ, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ტექნოლოგიებისთვის, ჩვენი ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის“, -განაცხადა კირ სტარმერმა.

ამასთან, მისი თქმით, იმის ნახვა, რაც პარასკევს, თეთრ სახლში, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოხდა, არავის სურს.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს შეიძლება მხარეების არჩევის სიმარტივე მოეწონოს, ამ კვირამ ნათლად აჩვენა, რომ აშშ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რომლის ნახვაც უკრაინაში ყველას გვინდა“, - აღნიშნა სტარმერმა.

სტარმერის განცხადებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები აუცილებელია, რადგან „პუტინი შეთანხმებებს პატივს არ სცემს“.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი