ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ომი უნდა შევაჩეროთ და უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველვყოთ - მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე აშშ-ის მხარდაჭერას მოუთმენლად ველით

მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე აშშ-ის მხარდაჭერას მოუთმენლად ველით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

„პარტნიორებთან ერთად მუშაობას ვაგრძელებთ. ჩვენ მოლაპარაკებები უკვე გვქონდა და უახლოეს მომავალში სხვა ნაბიჯებიც გადაიდგმება. ძალიან მნიშვნელოვანია ვეცადოთ, რომ ჩვენი დიპლომატია ნამდვილად არსებითი გავხადოთ, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინელებს ნამდვილი მშვიდობა ყველაზე მეტად სურთ.

„ომი ჩვენს ქალაქებს ანადგურებს. ხალხს ვკარგავთ. ჩვენ ომი უნდა შევაჩეროთ და უსაფრთხოების გარანტიები უნდა უზრუნველვყოთ. ამერიკასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე აშშ-ის მხარდაჭერას მოუთმენლად ველით. მშვიდობა რაც შეიძლება მალეა საჭირო“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს