ილონ მასკი - ზელენსკის მარადიული ომი სურს, გაუთავებელი ხორცსაკეპი მანქანა - ეს ბოროტებაა

ზელენსკის მარადიული ომი სურს, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი X-ზე წერს.

„ზელენსკის მარადიული ომი სურს, გაუთავებელი ხორცსაკეპი მანქანა. ეს ბოროტებაა“, - წერს მასკი.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმება „ჯერ კიდევ ძალიან შორს არის“.

„ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც ზელენსკის შეეძლო გაეკეთებინა და ამერიკა ამას კიდევ დიდხანს არ შეეგუება! „ეს არის ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, ამ ბიჭს არ სურს მშვიდობა, ვიდრე მას ამერიკის მხარდაჭერა აქვს და ევროპამ ზელენსკისთან შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ-ის გარეშე ამას ვერ გაუმკლავდებიან. ეს ალბათ, არ არის საუკეთესო განცხადება რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით. რას ფიქრობენ ისინი?“, - წერს დონალდ ტრამპი.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი