რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის გარეშე ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია

თურქეთის გარეშე ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უცხოელ ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს „სტრატეგიულ პრიორიტეტად“ მიიჩნევს, რადგან იგი „ევროპის განუყოფელი ნაწილია“.

„თურქეთის მიერ თავისი კუთვნილი ადგილის დაკავების გარეშე ევროპისთვის გლობალურ აქტორად დარჩენა სულ უფრო შეუძლებელი ხდება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ერდოღანის თქმით, უკრაინაში სამწლიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში თურქეთი „ცდილობდა გამოსავალი ცეცხლზე ნავთის დამატების გარეშე ეპოვა“.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, გვჯერა, რომ გამოსავალი რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე ვერ მოიძებნება“, - განაცხადა ერდოღანმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი