დონალდ ტრამპი - პრეზიდენტ ბუშის დროს რუსებმა მიიღეს საქართველო, პრეზიდენტ ობამას დროს - ყირიმი, პრეზიდენტ ტრამპის დროს - ვერაფერი

პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, პრეზიდენტ ობამას დროს, მათ მიიღეს ლამაზი, დიდი წყალქვეშა ბაზა, დიდი მიწის ნაკვეთი - ყირიმი. პრეზიდენტ ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„თუ დაფიქრდებით, პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, არა? რუსეთმა მიიღო საქართველო. პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს ლამაზი დიდი წყალქვეშა ბაზა, დიდი მიწის ნაკვეთი, სადაც მათ ჰყავთ წყალქვეშა ნავები. თქვენ ეს იცით, არა? ყირიმი. პრეზიდენტ ბაიდენის დროს ისინი ცდილობდნენ მიეღოთ ყველაფერი. ისინი ცდილობდნენ მიეღოთ მთელი დიდი უკრაინა, მთელი რამ. მე რომ არ შემოვსულიყავი აქ, ისინი ყველაფერს მიიღებდნენ“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც რუსებს მისცა, სანქციები იყო, უკრაინას კი - "ჯაველინები".

იცით, რა მივეცი? მივეცი მათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. ეს არის ის, რაც მე მათ მივეცი. მე მათ სანქციები დავუწესე რუსეთზე - რუსეთზე. მე მათ ჯაველინები მივეცი. იცით ჯაველინები? თქვენ იცით, კიევისკენ ასობით ტანკი მიემართებოდა, ისინი შეუჩერებელი იყვნენ და მე მათ ჯაველინები მივეცი.პუტინი არის ის, ვინც გეტყვით, რომ ეს არც ისე კარგი იყო მათთვის. რუსეთისთვის მწუხარების გარდა არაფერი მიმიცია. მე მათ სანქციები და ჯაველინები მივაწოდე. ეს არის ის, რაც მე მათ მივეცი“, - აღნიშნა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს