უკრაინის რადა - მივესალმებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივებს მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის უზრუნველყოფას

ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის, წვლილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ერის მხარდაჭერის საქმეში მისი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომლითაც უკრაინის უმაღლესი რადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს მიმართავს.

„უკრაინის უმაღლესი რადა უკრაინელი ხალხის სახელით უღრმეს მადლობას უხდის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, შეერთებული შტატების კონგრესს და ამერიკელ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, ასევე უკრაინის უსაფრთხოების დახმარების პაკეტებისთვის, რამაც ხელი შეუწყო სიტუაციის სტაბილიზაციას ფრონტზე“, - აღნიშნულია მიმართვაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ახლა ისეთი მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხისა და უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებისთვის, ისევე როგორც ევროპის მთელ კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის, როგორც არასდროს.

„უკრაინელ ხალხს ყველაზე მეტად სურს მშვიდობა და თვლის, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის პირადი როლი და მისი სამშვიდობო ძალისხმევა გადამწყვეტი იქნება საომარი მოქმედებების სწრაფ შეწყვეტაში და უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსათვის მშვიდობის მიღწევაში. უკრაინის უმაღლესი რადა მიესალმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივებს მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის უზრუნველყოფას. უკრაინის უმაღლესი რადა ხაზს უსვამს შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების აუცილებლობას, განსაკუთრებით კრიტიკულად მნიშვნელოვანი წიაღისეულის მოპოვების სფეროში. უკრაინის უმაღლესი რადა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინა უნდა დარჩეს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ხოლო უკრაინელი ხალხი თავისუფალი და დაუპყრობელი“, - აღნიშნულია მიმართვაში.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი