აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „კარი ღია რჩება, თუ ის მშვიდობის შესახებ სერიოზულად საუბრისთვის მზად არის“

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე სიტუაციის განმუხტვა ვცადე, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მაშინაც კი, როდესაც ზელენსკი ამბობდა იმას, რაც ვიფიქრე, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა, პრეზიდენტი ცდილობდა დიპლომატიური ყოფილიყო. სიტუაცია მწყობრიდან მაშინ გამოვიდა, როდესაც პოლონელმა ჟურნალისტმა შეკითხვა დასვა და მე ვუპასუხე. ჩემს პასუხში ზელენსკი რაღაცამ მართლაც გააღიზიანა. თავიდან სიტუაციის განმუხტვა ვცადე“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მისი თქმით, პარასკევს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან გარკვეულ უპატივცემულობას ჰქონდა ადგილი.

„ვცადე და ვთქვი, რომ „კარგი, ეს საუბარი პირისპირ გვქონდეს“ და პრეზიდენტმა თქვა: „არა, აღარ მინდა ამის შესახებ პირისპირ ვისაუბროთ. მსურს საუბარი საჯაროდ გვქონდეს, რათა ამერიკელმა ხალხმა დაინახოს“. ვფიქრობ, უპატივცემულობასა და გარკვეული პრივილეგიის უფლების განცდას ჰქონდა ადგილი. არ გამოხატა იმის აშკარა სურვილი, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მზად არის“, - აღნიშნა ვენსმა.

ამასთან, ვენსის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „კარი ღია რჩება, თუ ის მშვიდობის შესახებ სერიოზულად საუბრისთვის მზად არის“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს