ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენი გეგმაა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ჯარიმების გაუქმება, ასევე, დაზარალებული ადამიანების კომპენსაცია

ჩვენი გეგმა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არის დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ჯარიმების გაუქმება - ჯარიმები არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, რაც ვენეციის კომისიამ დაადასტურა, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამასთანავე, პარტიის გეგმა არის დაზარალებული ადამიანების კომპენსაცია, რომელსაც „გადაიხდიან თავად ის ადამიანები, ვინც დღეს ამ უსამართლო და უკანონო სისტემას ემსახურებიან“.

„ლელო“, „ძლიერი საქართველო“ დიდი ხანია ვადასტურებთ, რომ ჯარიმები, რომელსაც „ოცნება“ დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. გუშინდელის შემდეგ ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს საერთაშორისო დასკვნა, ვენეციის კომისიის უახლესი შეფასება, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ჯარიმები არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, არამედ, ასევე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ამიტომ, ჩვენი გეგმა არის, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველა ამ ჯარიმის გაუქმება. უფრო მეტიც, „ლელოს“, „ძლიერი საქართველოს“ ამოცანა არის ის, რომ მთლიანად გაუქმდეს ის კოდექსი, რომელში ცვლილების შეტანითაც არის დაკავებული „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ ეს არის 1984 წელს მიღებული საბჭოთა კოდექსი და მისი ადგილი დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში აღარ იქნება. ჩვენ გავაუქმებთ ამ საბჭოთა კანონს, გავაუქმებთ მის საფუძველზე გამოწერილ ყველა ჯარიმას.

ამავე დროს, თითოეულ დემონსტრანტს, რომელიც დაჯარიმდა ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში იქნა მიცემული, ამ არაკონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო კანონის საფუძველზე, მიეცემა კომპენსაცია და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული პირი, იქნება ის ე.წ. სამართალდამცავი თუ ე.წ. მოსამართლე, რომელიც ამ უკანონო და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო კანონს აღასრულებს დღეს, და მის საფუძველზე სჯის საქართველოს მოქალაქეებს, თითოეულ მათგანს მოუწევს კანონის საფუძველზე პასუხისგება. კომპენსაციის წყარო მოქალაქეებისა, რომელსაც დღეს ერჩის და დევნის „ქართული ოცნება“, იქნება სწორედ ამ ადამიანების მხრიდან კანონის და სამართლის გამრუდების გამო, მათ მიერ საკუთარი ქონებიდან გადახდილი თანხები, რომელიც წავა ამ ადამიანების კომპენსაციაში. ასევე, კორუფციული გზებით მიღებული შეღავათების თუ შემოსავლებით შეივსება ბიუჯეტი, რომელიც შემდეგ გასწევს ამ კომპენსაციას მოქალაქეებისთვის, რომლებსაც დღეს „ქართული ოცნება“ დევნის. ეს კორუფციული შემოსავლები, მათ შორის, იქნება „ოფშორების შესახებ კანონის“ საფუძველზე მიღებული შეღავათები, რომელიც სამართლის და კონსტიტუციის პრინციპებს არღვევს. ვინ იღებს ამ შეღავათებს ეს საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის