„საქსტატი“ - 2024 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 1 6831 გემი შემოვიდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 1 6831 გემი, რომელთა 38.5 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 30.1 პროცენტი თხევადი ტვირთმზიდი, 22.5 პროცენტი კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 8.9 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2024 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 34.0 პროცენტით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 15.9 პროცენტით მეტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, 6.7 პროცენტით მეტი თხევადი ტვირთმზიდი, 14.1 პროცენტით ნაკლები კონტეინერმზიდი და 9.2 პროცენტით ნაკლები ნაყარი ტვირთმზიდი.

„2024 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18.4 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 16.1 პროცენტი პანამის, 9.6 პროცენტი მალტის, 8.7 პროცენტი ლიბერიის, 5.2 პროცენტი რუსეთის, დანარჩენი 42.0 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა. 2024 წელს საქართველოს ნავსადგურები 7.9 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2.4 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 51.0 პროცენტს შეადგენდა. 2024 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 15 562.3 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 5.8 პროცენტით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 45.7 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 33.6 პროცენტი თხევადი ტვირთი, ხოლო 20.7 პროცენტი ნაყარი ტვირთი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება