ბაზისბანკი | ბარტას გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო დებიუტანტი კომპანია

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო BARTA 2024-ის რიგით მეექვსე ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მსოფლიო ბანკმა საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭირვალობის ჯილდოს გაცემის ცერემონიაზე გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგების და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები გამოავლინა.

„საპატიო ჯილდო საუკეთესო დებიუტანტი კომპანიისთვის“ ნომინაციაში გამარჯვებული ბაზისბანკი გახდა.

ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კომპანია ორიენტირებულია კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებაზე ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და ხაზს უსვამს ბაზისბანკის ანგარიშების გამჭვირვალობასა და მდგრადობის მაღალ ხარისხს.

BARTA ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით შეიქმნა. ჯილდო მიზნად ისახავს, წაახალისოს ახალი ანგარიშგების რეგულაციების დაცვა, ხელი შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას კომპანიებს შორის და გააუმჯობესოს კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტი ინვესტორების ნდობის გასამყარებლად როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება